მსოფლიო
ერდოღანი: "სტამბოლში აფეთქება სირიელმა თვთმკვლელმა - ტერორისტმა განახორციელა"
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე - სულთანახმეტზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა სირიელმა თვითმკვლელმა - ტერორისტმა აამოქმედა.

უცხოური მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით,აფეთქება შესაძლოა, ექსტრემისტულ დაჯგუფებას "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირდებოდეს.

სულთანახმეტის მოედანზე ძლიერ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15- მდე დაიჭრა. სპეციალისტები აფეთქების მიზეზებს და ტიპს ამ დრომდე ადგენენ.

Print