მსოფლიო
თურქეთის სანაპიროებთან 30 მიგრანტი დაიხრჩო
თურქეთის სანაპიროებთან, ეგეოსის ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ ცოტა 27 მიგრანტი დაიხრჩო. ტრაგედია პროვინცია ბალიკესირის საზღვაო აკვატორიაში მოხდა. დაღუპულთა შორის 11 ბავშვია.

9 ადამიანის ძებნა კი აქამდე გრძელდება.

ამასთან, კიდევ ერთი გემი, რომელშიც მიგრანტები ისხდნენ, თურქეთის დასავლეთით, იზმირის სანაპიროებთან ჩაიძირა, რა დროსაც 11 ადამიანი დაიხრჩო, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მხოლოდ სამის გადარჩენა შეძლეს.

Print