მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში კიდევ 400-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
400-ზე მეტი სომალელი მიგრანტი, რომელიც ევროპაში ჩაღწევას ცდილობდა ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ეგვიპტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ისინი ზღვის გადაცურვას ოთხი დაზიანებული ნავით ცდილობდნენ.

მიმდინარე წელს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 100 000- ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მილიონ ადამიანზე, რომელმაც მშვიდობიანად გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა და ევროპის ნაპირებს მიაღწია, 3 700 დაღუპული მოდის.

ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2016 წელს ევროპაში კიდევ მილიონი მიგრანტის ჩასვლაა მოსალოდნელი.

Print