მსოფლიო
გერმანიის აეროპორტები გაიფიცნენ
გაფიცვები პროფესიული კავშირების გაერთიანება ვერ.დი-ის მიერ არის ორგანიზებული და მასში დიუსელდორფის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰანოვერის, ბონის, კიოლნისა და დორტმუნდის აეროპორტების თანამშრომლები მონაწილეობენ. გერმანიის ყველაზე მსხვილ აეროპორტში - მაინის ფრანკფურტში 1330 დაგეგმილი ფრენიდან, 400 გადაიდო, მიუნჰენში 1100 ფრენიდან - 740. ზოგან, გაფიცულ პერსონალს სახანძრო ბრიგადებიც შეუერთდნენ.

გაფიცვების ორგანიზატორი პროფკავშირები 2,41 მილიონი თანამშრომლისთვის ხელფასის 6 %-ით, ხოლო სტაჟიორებისათვის 100 ევროთი მომატებას ითხოვს. პროფესიული კავშირების გაერთიანება ვერ.დი-ის გერმანიის მთავრობის მიერ შეთავაზებული ხელფასების 3 %-იანი ზრდა აპრილის დასაწყისში უკვე უარყო.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მეზიერი გაფიცვების მასშტაბის გაფართოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
Print