მსოფლიო
EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა
ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir - ის სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320 რადარებიდან გაქრა.

თვითმფრინავი რეისს პარიზი - კაიროს მიმართულებით ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი ბი სი" ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში 56 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.


Print