Error
მსოფლიო
ინდონეზიაში ამოხეთქილ ვულკანს მსხვერპლი მოჰყვა
ამოქმედებული ვულკან როკატენდას მახლობლად მდებარე ინდონეზიის კუნძულ პალუედან 3 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ზოგიერთმა ოჯახმა უარი განაცახადა საკუთარი სახლის დატოვებაზე, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაარწმუნოს ისინი საშიშროებაში. გასულ შაბათს როკატენდამ თითქმის 2 კილომეტრის სიმაღლეზე ამოისროლა ცეცხლოვანი ლავა, რის შედეგად 6 ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ საუმალაკის ჩრდილო–აღმოსვლეთით დაფიქსირდა. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინდონეზია – მსოფლიოში უდიდესი კუნძულოვანი ქვეყანაა, რომელიც სეისმურად აქტიური ზონებითა და ვულკანებითაა გარშემორტყმული. ვულკანი როკატენდა გასული წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ვულკანი კიდევ დიდხანს იქნება საშიში კუნძულის ბინადრებისთვის. ru.euronews.com
Print