Error
მსოფლიო
ნაცისტების ხელშეწყობისთვის ბრალდებული ჩატარი გარდაიცვალა
უნგრეთში 98 წლის ასაკში, ნაცისტურ სამხედრო დანაშაულებებში ბრალდებული ლასლო ჩატარი გარდაიცვალა. მისი ადვოკატის გაბორ გორვატის ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გართულებული ფილტვების ანთება გახდა. მიმდინარე წელს უნგრეთის პროკურატურამ ჩატარს, მეორე მსოფლიო ომის დროს, 15700 ებრაელის განადგურების ხელშეწყობაში დასდო ბრალი. სასამართლო პროცესამდე მან ვერ იცოცხლა. ჩატარს საომარი დანაშაულებების ჩადენაში მეზობელ სლოვაკიაშიც დასდეს ბრალი .
Print