Error
მსოფლიო
საქართველოს მოქალაქეები ესპანეთში, ბინის ძარცვის ფაქტზე დააკავეს
ესპანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბარსელონაში ბინების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ისინი დანაშაულის ადგილზე დააკავა. ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი კარადაში იმალებოდა, მეორე კი, საბავშვო საწოლის ქვეშ. ბინაში შეღწევის შესახებ სამართალდამცველებს ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა. ადგილზე მისულებმა ქუჩაში სამი უცნობი პირი შენიშნეს, რომლებიც უცნაურად იქცეოდნენ. სამართალდამცველების მოთხოვნაზე, საბუთები წარედგინათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით გაქცევა სცადეს. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
Print