Error
მსოფლიო
გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა
გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. გაერო-ს ინსპექტორების ანგარიშში ნათქვამია, რომ ზარინის გაზი გასულ თვეში დამასკოს ერთ-ერთ რაიონში თავდასხმის დროს იყო გამოყენებული. თუმცა, დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომელმა მხარემ გამოიყენა ქიმიური იარაღი. "ბი-ბი-სის" ცნობით, ეს ინსპექტორების  დავალებაში არ შედიოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბენ კი  მუნმა ამ ფაქტს "სამხედრო დანაშაული" უწოდა. გაერო-ს ინსპექტორების ანგარიში გაერო-ს გენმდივანმა  უშიშროების საბჭოს და ჟურნალისტებს გააცნო. "ინსპექტორთა ჯგუფის დასკვნით, ქიმიური იარაღი ძალიან დიდი მოცულობით გამოყენებული იყო დამასკოს ერთ-ერთ რაიონში, გუტაში. ამ თავდასხმამ მეტწილად მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია", _ აღნიშნა ბენ კი მუნმა. გენერალური მდივანის თქმით, 85%-ის შემთხვევაში სისხლის ანალიზს ზარინზე დადებითი შედეგი ჰქონდა.
Print