Error
მსოფლიო
ჩიკაგოში უცნობმა პირებმა სროლა ატეხეს
ორმა შეიარაღებულმა პირმა, ხუთშაბათს საღამოს, ჩიკაგოს კალათბურთის მოედანზე სროლა ატეხეს. 11 ადამიანი დაზარალდა, დაჭრილთა შორის სამი წლის ბავშვიც არის, იტყობინება ადგილობრივი პოლიცია, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით. მედიის ინფორმაციით, შვიდი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს. www.interfax.ru
Print