Error
მსოფლიო
ქერიმ და ზარიფმა ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ ბინაში, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. უმაღლესი დონის შეხვედრას ასევე ჩინეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის დიპლომატები ესწრებოდნენ. მხარეები ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის 15 ოქტომბერს ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ურანის გამდიდრების პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს თეირანი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიასთან 2006 წლიდან აწარმოებს. www.bbc.co.uk
Print