მსოფლიო
SOCAR-ის საზღვაო პლატფორმაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
SOCAR – ის საზღვაო პლატფორმაზე ხანძრის შედეგად დაკარგული მენავთობეების ძებნა დღეიდან, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, განახლდა.

ამის შესახებ „აზნეფტის“ მთავარმა ინჟინერმა ბალამირზა ალირაგიმოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

4 დეკემბრის საღამოს ძლიერი შტორმის შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი დაზიანდა, რამაც SOCAR–ის „გიუნეშლის“ პლატფორმაზე გამოიწვია ხანძარი.

მაშველებმა 33 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ნაპოვნია ერთი დაღუპული. 29 მენავთობე კი დაკარგულად ითვლება.



Print