დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი პეპლების პარკი გაიხსნა

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი პეპლების პარკი გაიხსნა. ბაღი 1800 კვ/მ ფართობზეა გადაჭიმული და მრავალი იშვიათი სახეობის პეპელას მოიცავს.

პარკი განთავსებულია ყვავილების ბაღში - Miracle Garden, რომელშიც 45 მლნ-ზე მეტი სხვადასხვა ყვავილია, სხვადასხვა კომპოზიციებში. პარკს სამგვარი დატვირთვა აქვს: გასართობი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო.

პეპლებისათვის 9 პავილიონი გაშენდა. აღსანიშნავია, რომ დუბაის პეპლების პარკი მსოფლიოში პეპლების მეორე პარკია მალაიზიაში არსებული ანალოგიური პარკის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პეპლები 14-24 დღე ცხოვრობენ ქალაქ ალ-აინში იმუშავებს სპეციალური ფერმა, სადაც მწერებს გამოიყვანენ. პეპლების მდგომარეობას სპეციალისტები დააკვირდებიან და მათ უსაფრთხოებაზეც იზრუნებენ.

ბაღი სამუშაო დღეებში 9:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო არასამუშაო დღეებში კი 9:00 საათიდან 23:00 საათამდე.

პეპლების ბაღში შესასვლელი ბილეთის ფასი 30 დირხამია (დაახლოებით 8 დოლარი).

Print