ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
09:29 / 17.03.2016
ზუგდიდში მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლების საპროტესტო
აქციაზე ერთი-ერთი მძღოლი
ბესიკ თაქთაქიშვილი დააკავეს. სამართალდამცავებმა ის მაშინ აიყვანეს,
როცა პროტესტის ნიშნად "მეტრო პლიუსის" ოფისის წინ მიწაზე
დაწვა.
ზუგდიდის პოლიციის უფროსის კობა ხარებავას განმარტებით, თაქთაქიშვილი
სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო
გადაიყვანეს.
დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც "მეტრო პლიუსს" დღეს
თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უნდა განეხორციელებინა, მძღოლები
საპროტესტო აქციას მართავენ. კომპანიამ რეისის განხორციელება ამ
დრომდე ვერ შეძლო, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები