Error
სპორტი
სოჭში დღეს ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ოლიმპიელს ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ
ეს ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში გამართულ ციგის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მოხდება. კანადაში კი ქართველი ემიგრანტები ვისტლერის საციგაო ცენტრში შეიკრიბებიან, სადაც 2010 წელს ტრაგედია მოხდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი 4 წლის წინ, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა. სპორტსმენმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა, მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა, ქუმარიტაშვილი ციგიდან გადმოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. მოციგავე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
Print