სპორტი
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბავარიას“ შეხვდება
ესპანეთის „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გერმანიის „ბავარიას“ შეხვდება. „იუვენტუსი“ კი „რეალს“ დაუპირისპირდება. კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ და ყოფილმა გერმანელმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რიდლემ. პირველი ნახევარფინალური მატჩები 5 და 6 მაისს გაიმართება, საპასუხო კი - 12 და 13 მაისს. „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ პირველ შეხვედრებს სახლში გამართავენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 6 ივნისს ბერლინში შედგება.
Print