სპორტი
"ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვება
საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 38:9 დასრულდა. "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვეს, რომელიც მხოლოდ ამ ორ ნაკრებს შორის თამაშდება.

თამაშში ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ფრუიძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს, თითო სანდრო თოდუამ და კარლენ ასეიშვილმა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, შეხვედრა რუმინეთში გუშინ გაიმართა.

Print