ზუგდიდელი ქალი ფეხბურთელები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (ვიდეო)
16:56 / 18.10.2016
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის
მოსწავლე გოგონებმა და მასწავლებლებმა
ფეხბურთის მატჩი დევნილთა დასახლებაში არსებულ მინი სტადიონზე
ჩაატარეს. ღონისძიება ეძღვნებოდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლას.
,,ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებობა, რომ ხმა ავიმაღლოთ იმიტომ, რომ
ქალებსაც გვაქვს უფლებები და ფეხბურთი არის როგორც კაცებისთვის, ასევე
ქალებისთვის. არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა არსებობდეს და სწორედ
სტერეოტიპების დასამსხვრევად ვთამაშობთ დღეს’’, -
თქვა წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლემ ანანო
გვილიამ.
აღნიშნული მატჩი Fare Football-ის ორგანიზებით წელს
მესამედ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები