Error
სპორტი
ქართული ალპინიზმი 90 წლისაა
ქართული სპორტული ალპინიზმის 90 წლისთავთან დაკავშირებით, მყინვარწვერზე საიუბილეო ასვლა მოეწყო, სადაც ვეტერან მთამსვლელებთან ერთად, ახალგაზრდებიც იმყოფებოდნენ, თუმცა უამინდობის გამო მწვერვალზე ასვლა ვერ მოხერხდა. ექსპედიციაში ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის სპორტსმენი, ყველაზე ხანდაზმული კი 65 წლის ვეტერანი მთამსვლელი იყო. 1923 წელს მყინვარწვერზე ავიდა პირველი ქართული ექსპედიცია და სწორედ ამ დროიდან იწყება ქართული ალპინიზმის ისტორია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისსა და სტეფანწმინდაში კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
Print