კორონავირუსი
სოხუმი: ბოლო ორი დღის განმავლობაში Covid 19-ით 6 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 426 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 44 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 6 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით - 1937 და 1961 წლებში დაბადებული ორი მამკაცი და 57 წლის ქალი, გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. კიდევ 3 პაციენტი, 1973 და 1946 წლებში დაბადებული ქალები და 1962 წელს დაბადებული მამაკაცი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 93 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 25 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 33, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 17, ტყვარჩელის კლინიკაში - 7, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 31, საველე ჰოსპიტალში კი 41 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 564 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 178, გამოჯანმრთელებული კი 9 992 ადამიანი.

Print