დაფინანსებული
ზუგდიდი მოლში გასართობი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 8 აპრილს, ზუგდიდი მოლში მისულ ბავშვებსა და მშობლებს გასართობი პროგრამა შესთავაზეს.
მათ შეეძლოთ ენახათ რობოტი - ტრანსფორმერების სახალისო შოუ, ფლეშმობი მასკოტური გმირების მონაწილეობით, დაეგემოვნებინათ ბამბის ნაყინი და ბოლოს მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში.

გარდა ამისა, ზუგდიდი მოლის სივრცეში გაიმართა ადგილობრივი მეწარმის ეკატერინე ყოლბაიას ულამაზესი სარკეების კოლექციის გამოფენა - გაყიდვა.

პროგრამა 16 საათზე დაიწყო და 19 საათამდე გაგრძელდა.
Print