დაფინანსებული
17 სექტემბერს, ზუგდიდში "ზუგდიდობა 2023" გაიმართება
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

14 სექტემბერს, სადღესასწაულო დღეები გაიხსნება ბენდის 4D Monster Lobsters - ის სოლო კონცერტით.

15 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წელს მეორედ გაიმართება.

17 სექტემბერი - ღონისძიების კულმინაცია " ზუგდიდობა 2023".

დღის განმავლობაში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და დადიანების სასახლეში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, სოფია ხარჩილავას დეფილე, რეწვის ოსტატთა გამოფენა - გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.

დღის დასასრულს, საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია.

სადღესასწაულო დღეები გალა-კონცერტით დასრულდება.

მონაწილეები: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი " სუხიშვილები".
Print