ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.    
მათ შორის,  მინი-ფეხბურთი, ქუჩის  კალათბურთი , ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი,  დრამერების მსვლელობა.
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა,,ანაკლიამ"უფასო აბონიმენტი გადასცა.

ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო  რწმუნებული გიორგი გუგუჩია,  ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და  როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს,  გაატარონ  საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.
ღონისძიებები   ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით  და  ფეიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
მხარდამჭერები:
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
აკვაპარკი ანაკლია
შპს "Anaklia-Ganmukhuri Resort"			 
			
მასალის გამოყენების პირობები