დაფინანსებული
15 - 16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და..." გაიმართება
15 - 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და..."  ჩატარდება.

ღონისძიება 15 – ივლისს, 19:00 საათზე, სოფელ ჯიხაშკარში გაიხსნება.

ჩატარდება პოლიკარპე ხუბულავას ჩანაწერების აუდიო- ვიდეო დისკის პრეზენტაცია, ა.ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,

16 ივლისს, 20: 00 საათზე, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გალა კონცერტი

ღონისძიების წამყვანი: ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

ასევე, როგორც წინა წლებში, ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების ფოტო - გამოფენა და ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა.

დასწრება თავისუფალია.
Print