დაფინანსებული
კონსტანტინე კაკავამ სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გააცნო
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და სტუდენტებს 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა გააცნო.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 8 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.

იხილეთ ვაკანსიები:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/D0ZLd

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/zjr0n

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/h9tbD

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/xLhAt

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/Opl80

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/f1f0sl

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/qhp79w

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/y2f25s.

მერიის გარდა, 3 ვაკანსიაა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას.


Print