დაფინანსებული
25 აგვისტოს, ზუგდიდში ველორბოლა გაიმართება
ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, 25 აგვისტოს, 12:00 საათზე, ველომარათონი გაიმართება.

ველორბოლა სტარტს აიღებს ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აღმაშენებლის ქ. №160 (სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარედ), ხოლო დასრულდება მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მიმდებარედ (ზ.გამსახურდიას ქ N9).

მარათონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 აგვისტოს (რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთი) ჩათვლით.

ველომარათონში მონაწილე პირი ვალდებულია მარათონზე გამოცხადდეს საკუთარი ველოსიპედით.

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი-1000 ლარი, სიგელი და მედალი;

II ადგილი- 800 ლარი, სიგელი და მედალი;

III ადგილი 600 ლარი, სიგელი და მედალი;

ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.

რეგისტრაციისთვის მიყევვით ბმულს.
Print