დაფინანსებული
გაცოცხლებული ქართულ - აფხაზური ტრადიციები - "დობადონას"ორგანიზებით რუხის ციხეში სპექტაკლი გაიმართა
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.

დადგმა, რომლის მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების წარდგენა და ისტორიული ელემენტების წარმოჩენა იყო, პროექტ "ამზას" ფარგლებში განხორციელდა.
"სპექტაკლის მსვლელობისას, ბავშვებმა გააცოცხლეს "მორდუობის" უმნიშვნელოვანესი ტრადიცია და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართულ-აფხაზური მეგობრობის მნიშვნელობას.

პროექტ "ამზას" განხორციელებაში დაგვეხმარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და აფხაზეთის კულტურის სამინისტრო. მადლობას ვუხდით მათ, თანადგომისთვის და იმედი გვაქვს მომდევნო თანამშრომლობის.

ორგანიზაცია "დობადონა" მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ჩვენი ბავშვების მონაწილეობით, ეს დღე ყოფილიყო ყველაზე ლამაზი. არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე", - ამბობს აბილიტაციის ცენტრის დირექტორი სალომე ანჩაბაძე.

ინფორმაციისთვის, ბავშვთა განვითარების ცენტრი "დობადონა" 2023 წელს გაიხსნა. ცენტრი სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

Print