6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სწორედ, ამ გუნდურობის შედეგია ის, რომ ისტორიას ბევრი სახელგანთქმული ბედაურის სახელი შემორჩა, იქნება ეს ისტორიული წყაროებიდან თუ ცხენოსნობიდან. ერთი კი იყო, ამ გუნდურობას რწმენა, ურთიერთნდობა და დროში გაწერილი, თანმიმდევრული ნაბიჯები სჭირდებოდა. ასეა დღესაც,
მთავარია გჯეროდეს - ამ თვითრწმენის გარეშე ცხენის მოშენება ან მისი გახედვნის ხანგრძლივი პროცესი წარმოუდგენელია.
ცხენოსნობის ნებისმიერ დისციპლინას მსოფლიოში ათასობით და ათი ათასობით მოყვარული და მაყურებელი ჰყავს. განსაკუთრებით პოპულარული კი, დოღია. ასეა საქართველოშიც, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გამართული მხედრული სანახაობა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და საყოველთაო დღესასწაულად იქცევა ხოლმე.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობა იყო განვითარებული, თუმცა, ცხადია, ეს დამოკიდებული იყო კუთხის რელიეფსა და სხვა გარემო პირობებზე. მაგალითად: თუშეთში - ჭენება, სამეგრელოში - დოღი, ყაბახი და სხვა. აჭარაში შეჯიბრებებში ქალებიც მონაწილეობდნენ. შავიზღვისპირეთში, მათ შორის, აფხაზეთის მკვიდრ ცხენოსნებს, ისტორიულ წყაროებში განსაკუთრებულად დაოსტატებულ მხედრებად აღწერენ.ცხენოსნობა საქართველოში მხოლოდ სპორტი არ ყოფილა - ის ეროვნული კულტურის, ტრადიციებისა და თავისუფლების სიმბოლოც იყო.
მარულა, თარჩია, მთიდან დაშვება, ისინდი, ყაბახი, მკერდაობა, მოქნევა, ჩეხვა, სხაპი, ტანასობა, მიპატიჟება - ეს საქართველოში ცხენოსნობის ისტორიული სახეობებია. მათგან დღეს ცოტაღა თუ შემორჩა, რომლებიც, როგორც წესი, ყოველწლიურად სადა დოღთან ერთად ტარდება ხოლმე.
დოღისა და ცხენოსნობის კლასიკური სახეობების პოპულარიზაცია საქართველოში ენთუზიასტმა ინდივიდებმა იკისრეს. მათ იცოდნენ, რომ
მთავარია გჯეროდეს და შედეგიც აუცილებლად დადგება. დღესდღეობით, საქართველოში ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საკმაოდ პოპულარულია. იქნება ეს ახმეტა, სამტრედია, აბაშა, ფოთი, ნაგომარი, ბახმარო, ზუგდიდი თუ სხვა - დოღს ქომაგი და მაყურებელი უხვად ჰყავს. წელს, საქართველოს თასი აბაშაში ტარდება, რომლის მხარდამჭერიც,
ისტორიაში პირველად, თიბისი იქნება. ტრადიციულად, სამეგრელოში ჩატარებულ შეჯიბრებზე დიდი რაოდენობით გულშემატკივარი იყრის ხოლმე თავს, სადაც სანახაობა და ოსტატობის დემონსტრირება, როგორც წესი, გარანტირებულია.
27-28 სექტემბერს, 2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:
•
წმინდა სისხლის 2-წლიანი ცხენების გარბენი, 1600 მეტრზე (დავით აღმაშენებლის თასი);
•
წმინდა სისხლის 3-წლიანი ცხენების გარბენი, 2400 მეტრზე (დერბი 2025);
•
წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების სპრინტერული გარბენი, 1200 მეტრზე (ჯემალ ქორჩილავას სახელობის თასი);
•
წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების გარბენი, 2000 მეტრზე (საქართველოს თასი);
•
მარულა 5500 მეტრზე (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ცხენს);
შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში.
საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს.
დოღის მხარდაჭერით,
თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.
ცხენოსნობა გულისხმობს მოთმინებას, დისციპლინას, თანაგრძნობას, თვითკონტროლსა და გუნდურობის ერთგულებას. ამ უნარების გარეშე, მხედარს უთუოდ გაუჭირდება. თუმცა, ამ თვისებებთან ერთად, მთავარია გჯეროდეს - ცხენის, როგორც თანაგუნდელის და საკუთარი თავის; დანარჩენი კი, უკვე წარმატების ისტორიაა.
მასალის გამოყენების პირობები