რეგიონი
ფახულანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს
დღეს დილით, საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ფახულანის #1 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. წალენჯიხის რესურსენტრის ხელმძღვანელმა ლირა ღურწკაიამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ მას ფახულანის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია, მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა მისი სკოლის მოსწავლეები დღეს დილით სკოლაში არ გამოცხადდნენ. ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფახულანი ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ საბერიოს ესაზღვრება.
Print