აფხაზეთის ნაკრები ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ არაღიარებულ ნაკრებთა პირველ მსოფლიო ჩემპიონატში – «კონიფა-2014»–ში მიიღებს მონაწილოებას. ტურნირი, რომელშიც 12 გუნდი იასპარეზებს, 1 – 8 ივნისს, შვედეთის ქალაქ ესტერსუნდეში, ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის ეგიდით ჩატარდება. კენჭისყრის თანახმად, აფხაზეთი ლაპლანდიასა და ოქსიტანიასთან ერთად В ჯგუფში განთავსდა. ტურნირის მონაწილეთა შორის ასევე არიან მთიანი ყარაბაღი, კვებეკი, ერაყის ქურთისტანი, თამილ–ილამი და სხვები. აფხაზეთში აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთული პრობლემა ამ ეტაპისთვის ვიზებთანაა დაკავშირებული და ამ პრობლების სწრაფად მოგვარების იმედს გამოთქვამენ.
მასალის გამოყენების პირობები