რეგიონი
სოხუმში სომეხთა გენოციდის დღის აღნიშვნა იგეგმება

ოკუპირებულ აფხაზეთში ,,სომეხთა გენოციდის” დღის აღნიშნვას 22 აპრილიდან დაიწყებენ.

სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ გულირიფშის რაიონის სოფელ ფშაფში 22 აპრილს ქვის ჯვარს - ჰაჩკარას გახსნიან, იმავე საღამოს კი სოხუმის ფილარმონიის შენობაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

23 აპრილს, სოხუმის ოვანეს თუმანიანის სახელობის №9 სომხურ სკოლაში, ფოტოგამოფენა და სომეხი რეჟისორის არტაკ ავდალიანის მიერ ერევანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის- ,,უფრო ძველი დედაქალაქი, ვიდრე რომის” ჩვენება მოეწყობა.

24 აპრილს, სომეხთა გენოციდის დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ოცდათოთხმეტ  სკოლაში ხსოვნის გაკვეთილები ჩატარდება.

ამას გარდა, სოხუმსა და გაგრაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.

Print