რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ნაკრძალების ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ნაკრძალების ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობა აკრძალა. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, აკრძალვა ეხება რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ნაკრძალში მდებარე ობიექტების რეკონსტრუქციას ისევე, როგორც ყველა სახის ახალი ობიექტების მშენებლობას.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრის კან კვარჩიას განცხადებით, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ძალაში არ შევა კანონი ბუნებრივი ტერიტორიების განსაკუთრებული დაცვის შესახებ.

Print