რეგიონი
წყალდიდობა სოჭში- მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
სოჭში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წყალდიდობის შედეგად ქალაქში 400-ზე მეტი სახლი დაიტბორა. სტიქიური უბედურების ზონიდან 20-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი ადლერის რაიონში, სადაც მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დატბორილია რკინიგზის ვაგზალი და აეროპორტი, რის გამოც სარკინიგზო და საჰაერო რეისები შეფერხებულია. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
Print