რეგიონი
საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებებზე დე ფაქტო აფხაზეთს საარქივო მასალა გადასცა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 32- ე რაუნდზე ქართულმა მხარემ აფხაზეთს საარქივო დოკუმენტების მორიგი პაკეტი გადასცა, - წერს „სპუტნიკ აფხაზია“. "მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება,ჟენევის დისკუსიების ფორმატში,ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების შესახებ“, — ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფში აფხაზურმა მხარემ წარმოადგინა საარქივო მასალებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის პრიორიტეტულ საკითხთა სია, „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების პროგრამის ფარგლებში“,- წერს გამოცემა.
Print