რეგიონი
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ 4 დღის წინ დაკავებული 53 წლის ვაჟა თოთლაძე თავისუფალია. ის უკვე სახლში იმყოფება. ე.წ. საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. როგორც გათავისუფლებული  ამბობს, პარასკევს ის ორმა რუსმა ჯარისკაცმა საკუთარი მიწის ნაკვეთზე დააკავა.

Print