ბედიის ტაძარში მრავალი წლის შემდეგ წირვა-ლოცვა აღევლინა
12:36 / 22.07.2015
პირველად, მრავალი წლის შემდეგ, ბედიის ტაძარში (ოჩამჩირეს რაიონი, აფხაზეთი, დასავლეთ საქართველო) ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღის აღსანიშნავად, წირვა-ლოცვა აღევლინა.
სადღესასწაულო წირვა - ლოცვა მღვდელმთავარმა დავითმა (გვაზავა) აღავლინა. წირვას ადგილობრივი და სოხუმის მრევლი დაესწრო.
ბედიის ტაძარი საქართველოს ერთიანი მონარქიის პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ (978-1014) ააგო.
მასალის გამოყენების პირობები