რეგიონი
"აგრესიული, უკანონო ქმედება“ - თამარ ბერუჩაშვილი რკინიგზის აღდგენაზე

ოჩამჩირე-ენგურის სარკინიგზო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პროვოკაციად და აგრესიად აფასებს.

თამარ ბერუჩაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის რუსეთის მხრიდან პროვოკაციული, აგრესიული, უკანონო ქმედება,“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

რკინიგზის აღდგენის საკითხს უშიშროების საბჭოს მდივანიც გამოეხმაურა.

ირინა იმერლიშვილის განმარტებით, თბილისი სოხუმთან რკინიგზის აღდგენაზე არც ერთ დონზე მოლაპარაკებებს არ მართავს.

Print