რეგიონი
გაერო - კონფლიქტების გამო 13 მილიონი მოსწავლე სკოლაში ვერ დადის
13 მილიონი მოსწავლე კონფლიქტების გამო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს. ამის შესახებ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. როგორც გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდში აცხადებენ, კონფლიქტების შედეგად ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონები ზარალდებიან. ანგარიშის მიხედვით, სირიაში, ერაყში, იემენსა და ლიბიაში თითქმის 9 000 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამას გარდა, სკოლის შენობების დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების გამო დაზიანებული ან სრულიად განადგურებულია. Unicef-ში შიშობენ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რიცხვი მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში სირიაში, ერაყში, ლიბიაში, პალესტინაში, სუდანსა და იემენში სულ 214 სკოლაზე განხორციელდა თავდასხმა.
Print