რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთი და ჩეჩნეთი სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმდნენ

შეხვედრაში, რომელშიც რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, სოხუმმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. სხდომაში მონაწილეობდნენ რესუთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები , ხოლო სტუმრის სტატუსით მიწვეულები იყვნენ დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და „პრეზიდენტის“ მრჩეველი ამირან ლაგვილავა.

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ვლადიმირ პადალკომ ხაზი გაუსვა აფხაზეთის საერთაშორისო საქმიან ფორუმებში მონაწილეობის მნიშვნელობას: «ეს ხელს შეუწყობს უცხოური ბიზნეს-საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან საგარეო სავაჭრო კავშირების დამყარებას», – თქვა მან.

აფხაზეთის ე.წ.  ეკონომიკის  მინისტრმა ადგურ არძინბამ მოხსენება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ „ვიწრო აღიარების გამო“, აფხაზეთი ვერ მოიზიდავს სერიოზულ ინვესტიციებს, ამიტომ, ამ ფონზე, „პრიორიტეტულია რუსეთთან საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება», – აღნიშნა მინისტრმა.

Print