რეგიონი
აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

ბიძგები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 13:07 წუთზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდს შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 36 კილომეტრში, სოფელ აზანთაში იყო.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Print