რეგიონი
სოხუმში შექმნილი ახალი პარტია „საშუალო კლასის“ შექმნას გეგმავს
საზოგადოებაში „საშუალო კლასის ფორმირება” — ახალი რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიის “ აფხაზეთის სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის” მთავარი იდეაა. ამის შესახებ „სპუტნიკს“ პარტიის ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ ბესლან კამკიამ განუცხადა. “საშუალო კლასი” დაინტერესებულია სტაბილურობაში, კანონიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაში. ის დაინტერესებულია იმაში, რომ სახელმწიფო იყოს საიმედო პარტნიორი და მისი უფლებების დამცველი. ეს ახალი იდეოლოგიაა”, — განაცხადა ბესლან კამკიამ. 24 სექტემბერს სოხუმში რესპუბლიკური პარტიის “აფხაზეთის სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის”, დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. პარტია 1057 წევრს აერთიანებს. ახალი პარტიის ლიდერების განცხადებით, მათი ძირითადი თეზისებია: თანამედროვე და ეფექტური ეკონომიკის შექმნა, ხელისუფლების საკუთრებისგან გამოყოფა, საერთო-სამოქალაქო ინტერნაციონალური პოლიტიკური იდენტურობის ფორმირება.
Print