რეგიონი
აფხაზური ოპოზიცია "პრემიერ- მინისტრის" თანამდებობის გაუქმებას მოითხოვს
პარტია „ამცახარა“ დე ფაქტო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის რეფორმირებას ითხოვს, წერს აფხაზური მედია. ოპოზიციური ორგანიზაცია პრემიერ- მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობების გაუქმების წინადადებით და "ამის გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი აპარატის შექმნის" წინადადებით გამოვიდა. ამასთან, მათი განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს კონკრეტული უფელბამოსილება უნდა მიენიჭოს. "აქედან გამომდინარე, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი რეალურად აგებენ პასუხს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ამასთან საზოგადოებრივი პალატის კონტროლის ქვეშ დარჩებიან", — ნათქვამია პარტიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში. "ამცახარა", ასევე დე ფაქტო აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ვადაზე ადრე გადადგომას ითხოვს.
Print