რეგიონი
სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2015 წლის 1 ნოემბერს სამართალდამცველებმა სოხუმში საქართველოს მოქალაქე, 1988 წ. დაბადებული გელა ბაკურაძე, საზღვრის „უკანონოდ“ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამავე ინფორმაციით, გ. ბაკურაძეს არ აღმოაჩნდა დე ფაქტო აფხაზეთში შესვლისთვის აუცილებელი დოკუმენტები. ის გალის რ-ნის სოფელ ფიჩორში მდინარე ენგურის გავლით გადავიდა. დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
Print