რეგიონი
თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა
"საქართველოს რკინიგზამ" საახალწლოდ თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

„მატარებელი ყოველდღიურად - 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს" - აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში“.

მატარებელი 10:25 საათზე გავა და სენაკში 14:34 საათზე ჩავა. სენაკიდან კი 19:35 საათზე გამოვა და თბილისში 23:45 საათზე იქნება.


Print