რეგიონი
გუბერნატორი მუნიციპალიტეტების ხელმძღვნელებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
„ბატონმა ირაკლი ღარიბაღვილმა მადლობა გადაგიხადათ თითოეულ თქვენგანს და მთხოვა, პირადად თქვენთვის მეთქვა მადლობა გაწეული სამუშაოსთვის და იმ პროექტებისთვის, რომლებიც თქვენს მუნიციპალიტეტებში განახორციელეთ“, - განაცხადა შეხვედრისას ლევან შონიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნატორმა გამგებლებისა და მერებისგან 2015 წელს შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მისი თქმით, რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტს შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

ლევან შონიამ თათბირზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან საახალწლო ღონისძიებებზეც მოისმინა ინფორმაცია.

გუბერნატორი შეკრებილებს დონორთა კონფერენციაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ კონფერენცია 2016 წლის დასაწყისში ჩატარდება და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დონორებთან პირისპირ შეხვედრის და მოლაპარაკების საშუალება ექნებათ.

Print