რეგიონი
დღეს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი.

ხოლო, 10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი შეწყდება.

ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მოიმატებს.

11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.

Print