რეგიონი
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
კალა–უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, რის შემდეგაც ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე თოვლის და ლიპყინულის გამო დაწესებულია გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმი: აღნიშნული გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print