რეგიონი
26 და 27 იანვარს ზუგდიდში ყინვებია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები დღეს საქართველოში უამინდობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.

„ზუგდიდში 24 იანვრის დღის მეორე ნახევარში თოვლ-ჭყაპი გადავა თოვაში, 25-26 იანვარს ითოვებს ზუგდიდში,ხოლო 26-დან-27 იანვრამდე ყინვების პიკს ველოდებით“- განუცხადა რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.

Print