რეგიონი
ანაკლიელი მეთევზეები ლიცენზიის პირობების გამარტივებას ითხოვენ (ვიდეო)
არახელსაყრელ სამუშაო პირობებზე ისაუბრეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში მეთევზეებმა. მათი განცხადებით, ლიცენზიის არქონის გამო თევზჭერა ნაპირიდან მხოლოდ 300 მეტრზეა შესაძლებელი, რაც შემოსავლებისთვის არასაკმარისი ტერიტორიაა.

"აკრძალულ მონაკვეთებში არსებობს ჯარიმები, თუმცა არ არსებობს სპეციალური ნიშნულები, რომლებიც თევზჭერისთვის ნებადართულ ტერიტორიას განსაზღვრავენ. ლიცენზიას ვინც ფლობს, მათ დაქირავებული ჰყავთ თურქული ფლოტები, რომლებიც თევზაობენ თევზის გამოსაზამთრებელ ღრმულებში და ამოჰყავთ დიდი რაოდენობით თევზი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც", - აცხადებენ მეთევზეები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეხვედრაზე მედიის საშუალებით ხელისუფლებას მეთევზეების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევჭერის ლიცენზია 2016 წლის აპრილამდე მოქმედებს. შესაბამისად, ლიცენზიაზე აუქციონი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.

Print