რეგიონი
ხვალ და ზეგ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
7-8 თებერვალს საქართველოში დღის განმავლობაში  ტემპერატურა დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს. 7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში.

დასავლეთ საქართველოში კი იწვიმებს, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 15-20 გრადუსი.

სვეტლანა ნიორაძის განმარტებით,მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.

Print